logo
ENG



რუსეთი ირწმუნება, რომ მოსკოვის ოლქზე "კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა" აღკვეთა

20 ნოე 202308:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/jeehjx72oir6yx4.jpg

რუსეთი ირწმუნება, რომ აღკვეთა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე "კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა".

კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 ნოემბერს Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქის თავზე "საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგი საშუალება გამოჩნდა". სამინისტრო ირწმუნება, რომ "გზად დაიჭირეს" უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს დაკონკრეტებული, რომელ რაიონში მოხდა ეს. 

უკრაინულ მხარეს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 


close დახურვა